რა ქონება დააგროვა კონსტანტინე კუბლაშვილმა 10 წლის განმავლობაში

 კონსტანტინე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის  პოსტზე 10 წლიანი მუშაობა უკვე შეაჯამა.   მისთვის 23 თებერვალი ამ პოსტზე ბოლო სამუშაო დღეა.
„კვირა“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა კონსტანტინე კუბლაშვილის   შემოსავლები 10 წლის განმავლობაში. აღმონდა, რომ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წელს შევსებული არ აქვს, თუმცა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს ქონებრივი დეკლარაცია უკვე წარდგენილი აქვთ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს უკანასკნელად 2014 წლის  28 მაისს ჩააბარა, სადაც კუბლაშვილმა დოკუმენტში წინა წლის შემოსავლები და უძრავი ქონების ნუსხა  წარადგინა. ასე რომ,  „კვირა“ მკითხველს კონსტანტინე კუბლაშვილის  ქონებრივი  დეკლარაციის ბოლო შემოსავალს სთავაზობს.11003331_909336445755516_222816354_o
2014 წლის  შევსებული  ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ  კუბლაშვილს ვაჟა-ფშაველას გამზირზე  55 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ბინა აქვს. აქ სასამართლოს თავმჯდომარე  100% -იან წილს ფლობს.  სამაგიეროდ მის მეუღლეზეა რეგისტრირებული  რამდენიმე მიწის ნაკვეთი და  ორი საცხოვრებელი სახლი – თბილისსა და მცხეთაში.
კერძოდ, მარინე მესხის  სახელზეა გაფორმებული 190 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, პეკინის ქუჩაზე და ასევე, 110 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი მცხეთის რაიონში,  სოფელი წოდორეთში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მეუღლეზეა რეგისტრირებული მიწის  ნაკვეთები – მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომაში და თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამავე დოკუმენტის თანახმად, კონსტანტინე კუბლაშვილს ბანკ „რესპუბლიკას“ ბარათზე 14 200 ლარი აქვს დარიცხული. ამავე ბანკში   მისი მეუღლის ანგარიშზე კი – 6 186  ლარი,   3421 აშშ დოლარი  და  466 ევრო დევს.  კონსტანტინე კუბლაშვილის შვილს – ანა მარია კუბლაშვილს მშობლებისაგან  განსხვავებით, გაცილებით  მეტი თანხა აქვს მითითებული საბანკო ანგარიშზე.  კერძოდ,  მას  „თი-ბი-სი“ ბანკის ანგარიშზე 15 350 აშშ დოლარი აქვს.qwerwert
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით 10 000. აქვს მითითებული.
2014 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით  12 7300 ლარი მიიღო. ხოლო მისმა მეუღლემ, რომელიც  ორგანიზაცია  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ დირექტორად მუშაობს,  ხელფასის სახით  49 400 ლარი აიღო.  ამასთანავე, კონსტანტინე კუბლაშვილის მეუღლე   თსუ – ში  იურიდიული ფაკულტეტზე  სისხლის სამართლის მიმართულების პედაგოგად მუშაობდა, საიდან  3000 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მარინე მესხი   უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობს და  ამავდროულად, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაზე სწავლობს,  იმავე დოკუმენტში კონსტანტინე კუბლაშვილის მეუღლე უთითებს, რომ სწავლის გასადახდს 2250 ლარს იხდის.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახს 2014 წელს გასავალიც  ჰქონდა.   კერძოდ, მათ სარემონტო სამუშაოებისთვის   7200 ლარი დახარჯეს.
კონსტანტინე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პირველი დეკლარაცია 2005 წლის 31 მაისს ჩააბარა.
2005 წლის დეკრაციის მიხედვით, კონსტანტინე კუბლაშვილს  ვაჟა- ფშაველას გამზირზე ერთი საცხოვრებელი ბინა ჰქონდა, რომელიც 25 000 აშშ დოლარად  იყო შეფასებული,  ხოლო მარინე მესხის სახელზე   იყალთოს ქუჩაზე  რეგისტრირებული ბინა იყო, რომელიც 100 000 აშშ დოლარად იყო შეფასებული.
ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს „თი-ბი-სი“ ბანკში   მიმდინარე ანგარიში  150 ლარი  ჰქონდა მითითებული, ბანკ „რესპუბლიკაში“ კი – 100 ლარი და 50 ევრო.  იმავე დოკუმენტში მარინე მესხი მიუთითებს, რომ მას „თი-ბი-სი“ ბანკის ანგარიშზე 6 500 ლარი ჰქონდა.
2005 წელს,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს  ნაღდი ფულს – 1900  ლარს ფლობდა.asdasdasd
ამავე დოკუმენტის თანახმად, კონსტანტინე კუბლაშვილმა  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ხელფასის სახით – 2285 ლარი მიიღო.  ხოლო მისი მეუღლის შრომითი საქმიანობიდან  შემოსავალი გაცილებით  მეტი აღმოჩნდა.  მარინე მესხი, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“     ერთ-ერთი პროექტის დირექტორად მუშაობდა,   1400 აშშ დოლარი მიიღო.  გარდა ამისა,  მარინე მესხი კონსტიტუციის დაცვის ცენრში კონსულტანტის  თანამდებობას ითავსებდა, საიდანაც  ხელფასის სახით 250 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო  ორგანიზაცია „ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის  ეროვნული ცენტრიდან, სადაც იგი  ტრენერი იყო, ხელფასის სახით 800 აშშ დოლარი  აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები