„იერუსალიმის საღამოების“ დასკვნითი კონცერტები გაიმართება

23 და 25 თებერვალს ისრაელის საელჩოს თანადგომით, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში „იერუსალიმის საღამოების“ დასკვნითი კონცერტები გაიმართება. „იერუსალიმის საღამოები“ ვახტანგ კახიძის კამერული სერიების ფარგლებში ტარდება. ქართველ შემსრულებლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი ებრაელი მუსიკოსები: არიე ბარ დრომა (ვიოლა), გულნარა გეკტი (ფლეიტა), სიმხა ჰელედი (ჩელო), ჯონათან ზაკი (ფორტეპიანო).
23 თებერვალს შუმანის, რეგერის, რაინეკესა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. 25 თებერვალს კი ჯონათან ზაქი და სიხა ჰელედი კლასიკური მუსიკის მოყვარულების წინაშე ბეთჰოვენის, ბრამსისა და ბაზელერის კომპოზიციებით წარდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები