უკრაინაში, ჩეხეთსა და ესტონეთში „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა

უკრაინაში, ჩეხეთსა და ესტონეთში – საქართველოს საელჩოებში„ოსკარის“ პრემიაზე წარდგენილი, ესტონურ-ქართული ფილმი „მანდარინები“ უჩვენეს.
ესტონეთის საელჩოში გამართულ ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა ქართული კინოს მდიდარ ისტორიაზე, კინემატოგრაფიაში საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ფილმ „მანდარინების“ საერთაშორისო აღიარებაზე. ჩვენების შემდგომ დისკუსიაზე საქართველოსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ფილმის ჩვენება საქართველოს და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით და უკრაინის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ფილმის ჩვენების წინ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა – უკრაინის კულტურის მინისტრმა ვიაჩესლავ კირილენკომ, ესტონეთის ელჩმა სულევ კანნიკემ და საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ. პრეზენტაციის წინ გამართულ მიღებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული და ესტონური სასმელები და მანდარინები. პრაღაში საქართველოს საელჩოში ჩვენება საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. ჩვენების შემდეგ გამართულ მიღებაზე, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საელჩო ქართული ტრადიციული კერძებით, ღვინითა ქართული მანდარინებით გაუმასპინძლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები