ფონდ „იავნანას“ დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
დღეს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და კომპანია „ვან გოგორი“ თუმანიშვილის თეატრში, ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო სპექტაკლს „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ მართავს. სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება. სპექტაკლის „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ რეჟისორია გიორგი სიხარულიძე; იდეის ავტორი და მხატვარი ზურაბ გოგორიკიძე; პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი ანდრო კლებანსკი; მუსიკალური გაფორმება გიორგი სიხარულიძე, ანი მურღულია; პლასტიკა ვეკა პერმისაშვილი, ნათია მეტრეველი; კოსტიუმების შემქმნელი ხანა ანდრიაძე; ტექნიკური რეჟისორი ხათუნა ჯამათაშვილი. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია. მონაწილეობენ: მზია არაბული, გუგა კახიანი, ანა მატუაშვილი, გაგი შენგელია, ვეკა პირმისაშვილი, ნათია მეტრეველი, ნანუკა კუპატაძე, ნინო იაშვილი, ანა–მარია გურგენიშვილი, ანა ნიკოლაშვილი, ქეთი ასათიანი, ნუცა გუჩაშვილი, ვაკო კობერიძე.