ევროვიზიის კონკურსისთვის ვიდეორგოლს გადაიღებენ
28 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში 2015 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღება გაიმართება. ევროფესტივალზე საქართველოს, ნინა სუბლატი, სიმღერით – Warrior წარადგენს. როგორც ცნობილია, საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლს დავით გოგოხიას რეჟისორობით სტუდია BigCAKE გადაიღებს. კლიპის პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაიმართება. ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 , ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.