დონეცკისა და ლუგანკის რეგიონებს გაზის მიწოდება შეუწყდათ
უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. გაზის მიწოდების შეფერხება 16 თბერვალს 23:15-ზე დაიწყო. დღევანდელი დღის მონაცემებით კი აღმოსავლეთ უკრაინას გაზი საერთოდ აღარ მიეწოდება. ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა უკრაინული მხარისგან გაზის შეწყვეტის საკითხი დაადასტურა. 2014 წლის ზაფხულში პოროშეკომ განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს გაზის მიწოდება არ შეუწყდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაზის გადასახადს არ იხდიდნენ. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.