კატალონიაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთის ქალაქ კატალონიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა,- ამის შესახებ ადგილობრივი საგანგებო სამსახური აცხადებს.
ცეცხლი გავრცელდა შენობის ზედა სართულზე არსებულ საწყობში, რომელიც, სავარაუდოდ, საცხოვრებლად იყო გამოყენებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.