მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის პრეზენტაცია გაიმართება
20 თებერვალს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოკუპაციის მუზეუმში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შექმნილი მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის მიზანია, ჩაატაროს აქციები ქართველი მეომრების, საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების, გარკვეული საჭიროების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად. ამით კლუბის წევრები უღრმეს პატივისცემას გამოხატავენ საქართველოსათვის დამაშვრალი ადამიანების მიმართ. მათთვის, როგორც მომავალი ექთნებისთვის უმნიშვნელოვანესია მარო მაყაშვილის ცხოვრებისეული მრწამსის არ დავიწყება. კლუბი თავისი საქმიანობის ფარგლებში გეგმავს თანამშრომლობას სხვადასხვა დაწესებულებასთან, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის, საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფი გამორჩეული პირებისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე ადამიანებისადმი ყურადღებისა და პატივისცემის გამოსახატავად. მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული მუზეუმი.