შეხვედრა ფოლად ბულბულოღლისთან
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამოჩენილ აზერბაიჯანელ მუსიკოსს, კომპოზიტორს და მომღერალს ფოლად ბულბულოღლის უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური მენეჯერი მაჰირ მამედი და „ასოციაცია კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნე“ პრეზიდენტი ვალერი ასათიანი ესწრებოდნენ.
20 თებერვალს, 16:00 საათზე, ფოლად ბულბულოღლი მამის – გამოჩენილი აზერბაიჯანელი მომღერლის (ტენორი) ბულბულის სკულპტურული პორტრეტის გახსნას დაესწრება, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
21 თებერვალს, 19:00 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში კი ფოლად ბულბულოღლის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სომფონიური ორკესტრი. დირიჟორი – აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ჯავანშირ ჯაფაროვი.