ანსამბლ „ბასიანს“ 15 წელი შეუსრულდა

  2015 წელი საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანი“-სთვის საიუბილეო წელია. მას 15 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით დღეს, 19:30 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ბასიანი“ სოლო კონცერტს გამართავს და სრულიად ახალი პროგრამით წარდგება მსმენელის წინაშე. აგრეთვე 2015 წლის 21 თებერვალს ანსამბლი „ბასიანი” მიემგზავრება ესპანეთში, სადაც სოლო კონცერტებს მადრიდში, სანტანდერსა და ზარაგოზაში გამართავს. კონცერტების პარალელურად ცნობილ ესპანელ მუსიკის მკვლევართან, პოლო ვალეჰოსთან ერთად „ბასიანი“ მასტერ-კლასებს ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები