შეხვედრა-დისკუსია: Docomomo

20 თებერვალს, 19:00 საათზე „გეოეარის“ რეზიდენციაში გაიმართება შეხვედრა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციის Docomomo-ს (მოდერნისტული მოძრაობის შენობების, ღირშესანიშნავი ადგილებისა და უბნების დოკუმენტაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის) საქმიანობის შესახებ იქნება საუბარი. საქართველოსა და სლოვაკეთის ეროვნული სექციების მაგალითზე განხილული იქნება ის, თუ რა მიზანს ემსახურება Docomomo, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა საქმიანობაა უკვე ჩატარებული მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის კუთხით ამ ორ ქვეყანაში. პრეზენტაციები: Docomomo საქართველო, ნანო ზაზანაშვილი. Docomomo სლოვაკეთი, მარტინ ზაიჩეკი.
გაიმართება არაფორმალური დისკუსია, სადაც საუბარი იქნება Docomomo-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: როგორ შეიძლება მივიღოთ მასში მონაწილეობა, რა პრობლემებს აწყდებიან ორგანიზაციის წევრები საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის კუთხით, შეიძლება თუ არა ამ საქმიანობას დავუკავშიროთ სხვა დისციპლინები და ა.შ. შეხვედრის სამუშაო ენა იქნება ინგლისური. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თარგმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები