“ნინო გვენეტაძემ სტრასბურგსაც მიმართა, მაგრამ იქიდანაც უარყოფითი პასუხი მიუვიდა”

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი, ადვოკატი კობა კობახიძე მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძეს საკუთარი კანდიდატურა არ უნდა წამოეყენებინა აღნიშნულ თანამდებობაზე და ამის მიზეზებსაც განმარტავს.
“როცა იგი იუსტიციის საბჭომ გაათავისუფლა ამ საბჭოს წევრობიდან, მას არ მიუღწევია და არ წარმოუდგენია ის სამართლებრივი შედეგები, რომ მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. მან შემდგომ სტრასბურგსაც მიმართა, მაგრამ იქიდანაც უარყოფითი პასუხი მიუვიდა. მიმაჩნია, რომ იგი ამ შემთხვევაში უნდა იყოს თვითკრიტიკული და შეურიგებელი თავისი თავის მიმართ. აი, თუნდაც ამიტომ მას არ უნდა წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე” , – აღნიშნა კობა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები