თეა წულუკიანი: მეტი ქალი, მართლმსაჯულების სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარგენას.
მისვე შეფასებით, ქალბატონი ნინო გვენეტაძე არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი სპეციალისტი და პროფესიონალი. “ძლიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ქალბატონი ნინო გვენეტაძე არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი სპეციალისტი და პროფესიონალი. რაც შეეხება მის დამტკიცებას ამ პოზიციაზე, თქვენ იცით, რომ მთავრობა არ მონაწილეობს პროცესში, ამ თემაზე კომპეტენცია აქვს მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, სადაც როგორც ვიცით, ამჟამად შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა თელავში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები