გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატებმა აქცია გამართეს

გეგუთის #14 სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
ადგილზე შეკრებილები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ადვოკატების განმარტებით, კორტავას საქმეში ექსპერტიზის ორი დასკვნა დევს. პირველი დასკვნით, პატიმრის გარდაცვალება კოლონიაში ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მოხდა, ხოლო მეორე დასკვნის მიხედვით, ლევან კორტავას გარდაცვალება ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გეგუთის კოლონიაში 2013 წლის 12 მაისს მოხდა, ხოლო კორტავა საავადმყოფოში 23 მაისს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები