რაში ეთანხმება ხუხაშვილი სააკაშვილს და რა გეგმები აქვს ექსპრეზიდენტს საქართველოსთან მიმართებაში

“იმ ქვეყანაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში 300- პროცენტიანი დევალვაცია განიცადა“, – აღნიშნულის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „კვირასთან“ საუბრობს.
ექსპერტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, როდესაც ექსპრეზიდენტმა ლარის კურსის ვარდნა შეჩერებულ პროექტებს დაუკავშირა. გია ხუხაშვილმა ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაიაფება დაასახელა.
„ის, რომ ლარის კურსი პროექტების შეჩერების გამო გაუფასურდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, იმ ვირტუალურ კეთილდღეობას, რომელსაც მიხელ სააკაშვილი თავის მოღვაწეობის პერიოდში ცდილობდა, არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოში ლარის კურსის ცვლილებასთან. ლარის კურსის ვარდნა არის გლობალური საკითხი, შეიძლება დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დაეცა, მაგრამ ევროსთან მიმართებაში გამყარდა. დოლართან მიმართებაში ყველა ვალუტა შემსუბუქდა. ეს მხოლოდ საქართველოს არ შეეხო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიაფდა. მე იმას არ ვამბობ, რომ ქვეყნის შიდა მიზეზები არ არის, რა თქმა უნდა, ლარის კურსის ვარდნა შიდა მიზეზებსაც უკავშირდება, მაგრამ იმ მასშტაბით არა, როგორც სააკაშვილი ცდილობს წარმოაჩინოს. უკრაინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილია, გრინვის კურსმა დოლართან 300-პროცენტიანი დევალვაცია განიცადა“, – ამბობს ექპერტი. თუმცა, გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილს ზოგიერთ საკითხებში ნაწილობრივ მაინც ეთანხმება.
„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში მოსვლა სურს. მას მაქსიმალურად სურს წარმოაჩინოს ის პრობლემები, რაც ჩვენთან არის. ერთადერთი, რა პრტენზიაზეც შეიძლება დავეთანხმო, ის არის, რომ ხელისუფლებამ ეფექტურობა შეასუსტა, რასაც თავისი პოზიტივიც აქვს და ნეგატივიც. პოზიტივში ვგულისხმობ – ხელისუფლების ჰუმანიზმს, ნეგატივი – ის არის, რომ ხელისუფლება ეფექტურად ვერ მუშაობს, როგორც თუნდაც მის პერიოდში მუშაობდა. ეს, მართლაც, მისახედი აქვს ხელისუფლებას. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პოლიტიკაში ახალი სახეებით დაბრუნდება, ეს, ჩემი აზრით, გამორიცხულია. თუმცა საინტერესო იყო მისი აქცენტი სახეებზე. მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ  თუ ისინი ახალ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მერაბიშვილი, ახალაია და ძველი სახეები აღარ იქნებიან. მას ეს დასჭირდა, იმიტომ, რომ ის გრძნობს ძველი სახეებით ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიული შანსიც კი არა აქვს. ეცდება, რომ რაღაც რებრენდირება მოახდინოს, ახალი სახეები წამოწიოს წინა პლანზე და ეს იყო საინტერესო მომენტი. თუ ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რა სახით ეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს მიხეილ სააკაშვილმა უკვე დააანონსა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები