მოსკოვის უნივერსიტეტიდან 2000-მდე სტუდენტის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა

  მოსკოვში, ლენინის მოედანზე მდებარე გუბკინის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწრაფო ევაკუაციის წესით შენობა 2000-მდე სტუდენტს დაატოვებინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 საათისთვის სკოლის ადმინისტრაციაში ახალგაზრდა გოგონამ დარეკა. შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია სწორედ მან გააჟღერა. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები