მიხეილ სააკაშვილი: უკრაინელი ჩინოვნიკები ან წმინდანები არიან, ან კიდევ იპარავენ

უკრაინელი ჩინოვნიკები ან წმინდანები არიან, ან კიდევ იპარავენ, განცხადება ამასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
“თუ ჩინოვნიკების სახელფასო განაკვეთებით ვიმსჯელებთ, ისინი, მართლაც, ან წმინდანები არიან, ან კიდევ უბრალოდ იპარავენ. მესამე ფაქტორი არ არსებობს. ხოლო იმისათვის, რომ მათ არ მოიპარონ, ორი რამ არის საჭირო – პირველი, ან უნდა გავანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობებიდან და ახალი კადრებით ჩავანაცვლოთ, ან კიდევ უფრო კარგი ანაზღაურება მივცეთ”,- აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები