გაგი მოსიაშვილი: იური ვაზაგაშვილის საქმეში დაკავებული პირი არ არის მთავარი ფიგურანტი
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო მასალებს გაეცნობიან. ადვოკატები საგამოძიებო გუნდის წევრებს შეხვდნენ და დამატებითი ინფორმაციაც გააჟღერეს, რომელიც უნდა გადამოწმდეს. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის ცნობით, პროკურატურა იკვლევს, გამოიკვეთება თუ არა აღნიშნულ საქმეზე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
“დაზარალებულის მხარეს მიაჩნია, რომ დაკავებული პირი არ არის მთავარი ფიგურანტი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო კონკრეტული პირებისა თუ პირთა წრის გამოკვლევას ცდილობს. შესაძლებელია ამ პირთა მიმართ გარკვეული სახის პასუხისმგებლობა დადგეს. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ, გარკვეული სახის ინფორმაციის გადამოწმება ვთხოვეთ საგამოძიებო გუნდს”, – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.