ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, დავაფუძნეთ ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც ამოქმედდება მომავალი წლის მეორე ნახევრიდან, შეიძლება ითქვას რომ ეს არის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება
პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, დავაფუძნეთ ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც ამოქმედდება მომავალი წლის მეორე ნახევრიდან, შეიძლება ითქვას რომ ეს არის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტოს დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების კუთხით.
„ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ბიზნესისთვის, იმიტომ რომ სახელმწიფო შესყიდვები არის ერთ-ერთი სფერო, სადაც სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთს ხვდება და შედიან ერთმანეთთან საქმიან ურთიერთობაში. მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების კუთხით. ეს არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინ წინ, ეს არის შეიძლება ითქვას წლების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემები. იცით, რომ საბოლოო ჯამში რამდენიმე საქმეც კი არის აღძრული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, რაც აჩვენებს სახელმწიფოს და დღევანდელი ადმინისტრაციის ძალიან მკაფიო დამოკიდებულებას ზოგადად კორუფციის, შესყიდვების ხარჯეფექტურობის ნაწილში და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი – დაგროვილი პრობლემები. ჩვენ გვქონდა ასევე სამწუხარო შემთხვევები, როდესაც საქმეებიც კი არის აღძრული ამ მიმართულებით, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო და გაგვეტარებინა აუცილებელი შინაარსობრივი რეფორმები, მიგვეღო ძალიან შინაარსობრივი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება რომელსაც ქვეყანაში მიჰყავს ეს საკითხი შესყიდვები სააგენტოსთან ერთად და პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, შეიძლება ითქვას რომ ეს არის გარკვეული ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, დავაფუძნეთ ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც ამოქმედდება მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აწყობა, შესაბამისი კადრების რეკრუტირება და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ცენტრალურ შესყიდვების ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ყველა დიდ შესყიდვაზე ქვეყანაში და შესაბამისად ერთ უწყებას დავაკვირდებით. მონიტორინგის კუთხითაც უფრო ეფექტიანია, როდესაც ერთ უწყებაზე ხდება ფოკუსირება“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.