უაქციზო არაყის რეალიზაციისთვის საქართველოს 3 და რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ქ.რუსთავის ტერიტორიაზე ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელი-არაყი „ნეფტი“.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 6-წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები