გამოფენა „ძველი ტრადიციული სამოსი“ გაიხსნება

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „გალერეაში“ დღეს, გამოფენა „ძველი ტრადიციული სამოსი“ გაიხსნება.
გამოფენაზე ქალისა და მამაკაცის უძველესი სამოსი, თავსაბურავები და თავსამკაულები, ეთნოგრაფიული ნივთები, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფარდაგები, ფოტოსურათები, ქართული ტრადიციული და კავკასიის სხვადასხვა ეთნოსის თოჯინები იქნება წარმოდგენილი.
„ქართული ტრადიციული სამოსი, ზოგადკავკასიურთან მრავალი საერთოს მიუხედავად, თავისებური, მრავალფეროვანი, გარემო პირობებზე მორგებული და განსხვავებულია.
ქართული ტრადიციული სამოსის უძველესი ნიმუშები საქართველოს თიანეთმა შემოინახა. ქარგვის ორიგინალობით, შესრულების ხელოვნებით, ფერთა შეხამებით, ორნამენტებით, სამკაულებით მორთვის ტექნიკით, მთელ კავკასიაში ბადალი არ მოეძებნება ხევსურულ ტალავარს“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, გამოფენილი თუ ფოტომასალაზე აღბეჭდილი სამოსი საუკუნეთა წინანდელია და ფოლკლორის სახელწიფო ცენტრმა ოჯახებიდან და კერძო კოლექციებიდან შეაგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები