ლექცია „ჩინეთის თავისებურებანი – ტრადიციის კულტურა“ გაიმართება

20 თებერვალს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში ციკლიდან „საუბრები ხელოვნებაზე“ სალომე ცისკარიშვილის საჯარო ლექცია „ჩინეთის თავისებურებანი – ტრადიციის კულტურა“ გაიმართება.
საუბარი შეეხება კულტურის სხვადასხვა ასპექტებს, რომელიც წარმოაჩენს ტრადიციისადმი ჩინეთისათვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას. ლექციის ძირითადი ამოცანაა ჩინური მსოფლმხედველობის ზოგადი და ძირეული მხარეების წარმოჩენა, რაც კონკრეტულად სრულიად განსხვავებულ სფეროებში – პოლიტიკურ თუ მხატვრულ საქმიანობაში ვლინდება. „ლექციაზე შევეხებით ისეთ თემებს, როგორიცაა: ისტორიის პერიოდიზაცია, ფილოსოფიურ-სოციალური მოძღვრებები, სწავლულის ფიგურა ჩინურ ტრადიციაში, დამწერლობის თავისებურებები, ფუნჯის ხელოვნება. გარდა ამისა, საუბარი იქნება იმაზეც, რამდენად შეგვიძლია უცხო კულტურის წარმომადგენლებს აღვიქვათ ჩინური ხელოვნება და რა კავშირია ძველ, ტრადიციულ და თანამედროვე ჩინეთს შორის“.
ლექციის მიზანია ზოგადი წარმოდგენის შექმნა ჩინეთის თავისებურებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები