მაკა ბატიაშვილის გამოფენა გაიხსნება

26 თებერვალს, 19:00 საათზე „თი-ბი-სი“ გალერეაში მაკა ბატიაშვილის უახლესი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა „სათამაშო მოედანი“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2014 – 2015 წლებში შესრულებული ნამუშევრები. „სათამაშო მოედანი“ ასახავს მხატვრის შემოქმედების ზოგად მიმართულებას და არა მხოლოდ კონკრეტულ კონტექსტში. წარმოდგენილ ნამუშევრებში ფიგურების თამაში როგორც თემა, თუ როგორც მიდგომა, ხშირად მეორდება.
„თამაში იწყება ბავშვობიდან და გრძელდება ცხოვრების ბოლომდე, ის ვლინდება მრავალფეროვანი ფორმებით და ყოველთვის მოიცავს გარკვეულ მიზანს. ბავშვობაში ჩვენ გვჭირდება სათამაშოები, რასაც მოგვიანებით დიდობაში სხვა, უფრო ძვირად ღირებული საგნები ცვლის. ასევე ვირგებთ როლებს, რომელიც ძირითადად რეალური სახის დასაფარავად გვჭირდება და ვთამაშობთ იმას, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ ზუსტად თამაშით ვაბალანსებთ და ვაკონტროლებთ ჩვენს ქცევებს და ემოეციებს იმ მოედანზე, სადაც ჩვენ დავიბადეთ და ვერსად ვერ გავიქცევით თამაშის დროსაც კი“, – ამბობს მაკა ბატიაშვილი. გამოფენა 6 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები