დატოვებს თუ არა გიგი უგულავა საპატიმროს, დღეს გაირკვევა
გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, დღეს ჩანიშნულ პროცესზე გახდება ცნობილი. უგულავას ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის 20 -ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც შუამდგომლობაშია აღნიშნული, ისინი გიგი უგულავას ქვეყნიდან გაუსვლელობის გარანტიისთვის მისი პირადობის მოწმობას და პასპორტს პროკურატურას გადასცემენ.
ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ პროკურატურამ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა ითხოვა და სასამართლო სხდომა 18 თებერვლისთვის გადადო. დღეს, 13.00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი ბრალდების მხარის პოზიცია უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.