დებალცევოში უკრაინელმა სამხედროებმა ალექსანდრე ზახარჩენკო დაჭრეს

ე.წ. დსრ-ის მეთაური ალექსანდრე ზახარჩენკო დებალცევოს „გასუფთავების“ სამხედრო ოპერაციის დროს ფეხში დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „lifenews.ru“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ზახარჩენკო უკრაინელმა ძალოვანებმა დებალცევოს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დაჭრეს. ზახარჩენკო ინტენსიური სროლებისას კოჭში დაიჭრა და მას დაცვის უფროსმა პირველადი დახმარება გაუწია.
გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსი სეპარატისტების მეთაური ამ დროისთვის სამ სხვა დაჭრილთან ერთად ქალაქ ალჩევსკის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები