მხატვარ დათო კრაწაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

დღეს, კულტურული პროგრამის ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ საგამოფენო დარბაზში მხატვარ დათო კრაწაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, გასცნობოდა მხატვრის ტილოებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, მისი შემოქმედების სხვა მხარეებს.
ღონისძიებას დაესწრნენ: გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, „თბილისზე მზრუნველი“ საპატიო წოდების მფლობელი თეიმურაზ გოცირიძე, მომღერალი ირმა სოხაძე, გლდანის რაიონის საჯარო სკოლისა და ბაგა-ბაღების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, სასულიერო პირები, დათო კრაწაშვილის ოჯახის წევრები და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები.
გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა საკუთარი შთაბეჭდილებები დათო კრაწაშვილის სხოვნის ალბომში დააფიქსირეს.
დეკადას დაასრულებს მხატვრისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც ს. ახმეტელის სახელობის თეატრში გაიმართება.

10967712_10152746057564779_1983495369_n

10984687_10152746057524779_852090569_n

10984916_10152746057534779_1361637892_n

11005640_10152746057559779_65464992_n

11005732_10152746057519779_570383335_n

11006136_10152746057529779_1433476501_n

11007668_10152746057554779_753565319_n

11014771_10152746057549779_194543808_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები