ბელორუსიის საზღვრის გადაკვეთა ცხენებზე ამხედრებულმა უკრაინელებმა სცადეს
გასულ ღამეს ბელორუსიის საზღვრის გადაკვეთა არც მეტი, არც ნაკლები, ცხენზე ამხედრებულმა ოცამდე უკრაინელმა სცადა. ბელორუსიელმა მესაზღვრეებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. რამდენიმე უკრაინელმა ცხენები მიატოვა და უკან გაბრუნება მოინდომა, თუმცა ვერ მოახერხეს.
” შემთხვევა ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე, ღამის 2 საათზე მოხდა. ისინი მალულად აპირებდნენ საზღვრის გადაკვეთას. არ დაემორჩილნენ მესაზღვრეების მოთხოვნებს და აგრესიული ქმედებებით სცადეს შეწინააღმდეგება. მესაზღვრეების სიცოცხლეს მათი მხრიდან საფრთხე დაემუქრა, რის გამოც, ისინი იძულებულები გახდნენ, შესაბამისი ზომებისთვის მიემართათ და ცეცხლი გაეხსნათ. მათი რაოდენობა 20 -მდე მერყეობდა”,- განაცხადეს ბელორუსიის შსს-ს პრესსამსახურში.