გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ პირველი წიგნების პრეზენტაციას მართავს

23 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ საკუთარ კონცეფციასა და პირველ გამოცემებს წარადგენს. მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს სერიის „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ ოთხ წიგნს: დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“, (მთარგმნელი თინათინ ხომერიკი). ფილიპ პ. დიკის „კაცი მაღალ კოშკში“ (მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი), არკადი და ბორის სტრუგაცკების „ძნელია ღმერთობა“ (მთარგმნელი ქეთევან ნიკოლეიშვილი), რეი ბრედბერის „ტანმოხატული კაცი“ (მთარგმნელები: არჩილ კიკვაძე, ანა ჭიჭინაძე, ირაკლი ლომოური, დავით ბალიაშვილი, თამარ ბოჭორიშვილი, აია ბერაია, ეკატერინე სუმბათაშვილი, გიორგი ხარაიშვილი).
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ორი საბავშვო წიგნი: მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ (მთარგმნელი ცისანა ბიბილეიშვილი), ქეთრინ პეტერსონის „ხიდი ტერაბითიაში“ (მთარგმნელი დავით ბალიაშვილი). პრეზენტაციის სტუმრებს წიგნის შეძენა 25 %-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები