დავით ზურაბიშვილი: ნინო გვენეტაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი ყოფილი თანაპარტიელის ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებას მიესალმება.
როგორც ზურაბიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, გევენტაძე ღირსებული კანდიდატია.
„გარდა იმისა, რომ „ნინო გვენეტაძე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანია, არის ობიეექტური და მიუკერძოებელი. მე ვთვლი, რომ ღირსეული კანდიდატია. რაც შეეხება იმას, რომ ნინო გოგუაძე “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო, ეს ფაქტორი ვერ მოახდენს რაიმე სახის გავლენას მის გადაწყვეტილებებზე, დარწმუნებული ვარ, მის ობიექტურობაში. ჩვენ კარგად გვახსოვს მისი ბრძოლა სამართლიანობისთვის, როცა დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ყოფილი ხელისუფლების დროს“,- განუცხადა “კვირას“ ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სულ 36 პირი წარადგინეს, თუმცა აქედან რვამ კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
ნინო გვენეტაძე, რომელიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაშურში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, აცხადებს, რომ პარტია მაშინ დატოვა, როდესაც „რესპუბლიკელები“ კოალიციაში გაწევრიანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები