უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ბიოგრაფია

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გვენეტაძე ხაშურში 1964 წელს დაიბადა. ჰყავს შვილი – თინათინ გვენეტაძე.
1985–1990 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.
1990-1993 წ.წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი (სისხლის სამართლის მიმართულებით), 1995 წ. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დანაშაულის ორგანიზატორი“.
პროფესიული გამოცდილება:
2007 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
2004 წლიდან – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის გამგეობის წევრი, პედაგოგი სისხლის სამართალში.
2010-2011წ.წ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის ექსპერტი.
2011-2014 წ.წ. გერმანიის ქ. ფრაიბურგის მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის (MPI) პროექტის „სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარება და სამართლის როლი გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულებაში“ ექსპერტი საქართველოდან.
1999-2008 წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი, 2005 წლიდან -ასოცირებული პროფესორი.
1999-2006 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
1998 -1999წ.წ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.
1994-1998 წ.წ. სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროქტის შემმუშავებელი კომისიის წევრი.
1994-1999 წ.წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ფლობს ქართულს, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები