პატრულმა შვედეთის მოქალაქეს დაკარგული საბუთები დაუბრუნა (ვიდეო)

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მეტროპოლიტენის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელს გუსტავ უილსტრანდს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკარგული საფულე დაუბრუნეს.
როგორც გაირკვა, აღნიშნული საფულე ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცა, რომლებმაც, თავის მხრივ, ნაპოვნი ნივთი კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს.
საფულეში საელჩოს წარმომადგენლის პირადი დოკუმენტები და სხვა ნივთები იყო, რაც მას უკლებლივ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები