მოსკოვში ქართველი სპორტსმენი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი დააკავეს

რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში, ფულის მოპარვის ბრალდებით, კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ირაკლი ღვინჯილია დააკავეს.
შემთხვევა კაფე „შოკოლადნიცაში“ მოხდა, სადაც ღვინჯილიამ ერთ-ერთი კომერციული კომპანიის დირექტორს 70 000 რუბლი მოპარა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციამ ქართველი სპორტსმენის აღიარებითი ჩვენება გაითვალისწინა და ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, სასამართლომდე გაათავისუფლა.
რუსული წყაროების ცნობით, დანაშაული 4 იანვარს მოხდა, თუმცა, გამოძიება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები