პირი, რომელმაც ტექნიკის სახლებიდან 19 ტელევიზორი და 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა დაკავებულია (ვიდეო)

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 3 თებერვალს, ღამით, ფარულად შეაღწია ტექნიკის სახლ „ოქეი“-ში, „ორიონი“-სა და „სამსუნგი“-ს ფირმების 13 ტელევიზორი, „ბალუ“-ს ფირმის 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს ალექსანდრე ს-მ სავაჭრო ცენტრ „სმაილი“-დან „ჰონდა“-ს და „სამსუნგი“-ს ფირმების 6 ტელევიზორი მოიპარა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მოპარული ტექნიკის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები