წყალტუბოში მუშების აქცია მიმდინარეობს

  წყალტუბოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მუშების აქცია მიმდინარეობს. კომპანია ,,აზერტუნელის” თანამშრომლები მძიმე სამუშაო პირობებსა და ხელმძღანელობის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას აპროტესტებენ .
აქციის გამო წყალტუბოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, კომპანია ,,აზერტუნელის” ხელძღვანელობამ ისინი დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანა. დაპირებული ხელფასები კი თანამშრომლებს ნაწილობრივ გადაუხადა.
,,უკვე მერამდენე თვეა ხელფასები ბოლომდე არ გვერიცხება. ამასთან მძიმე პირობებშიც გვიწევს მუშაობა. კომპანიის ხელმძღვანელობა გვაიძულებს გვიან ღამემდე ვიმუშაოთ. ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ვართ, ყურადღებას არავინ გვაქცევს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
გაფიცულ თანამშრომლებს კომპანია ,,აზერტუნელის” წარმომადგენელი უკვე შეხვდა და აქციის მონაწილეებს პრობლემების დროულად მოგვარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები