ირაკლი კუპრაძე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენ არასდროს გვქონია სიღრმისეული, იდეური პარტნიორობა

ჩვენ არასდროს არ გვქონია სიღრმისეული, იდეური პარტნიორობა, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებს.

„ჩვენ არასდროს არ გვქონია სიღრმისეული, იდეური პარტნიორობა [„ნაციონალურ მოძრაობასთან“]. ეს ყოველთვის იყო ტაქტიკური თანამშრომლობა არჩევნებზე, ხმების დაცვის პროცესში, ერთეული შემთხვევა იყო, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნები… ბოიკოტის პროცესში ჩვენ ინდივიდუალურად ვიღებდით გადაწყვეტილებას და ყოველთვის… მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში გამიზნულად მიდიოდა „ლელოს“ კრიტიკა, ლანძღვა, გინება, ჩვენ ამაზე რეაქცია არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც გვგონია სწორი, როგორც გვგონია სწორი საქართველოს მოქალაქეებისთვის, პოლიტიკის გადასარჩენად ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა, პოლიტიკა გაანადგუროს. პარტიების აკრძალვაც სწორედ ამას ეხება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები