იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ალექსეი პარამონოვი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი რომში, „ტორე დეი კონტის“ კოშკის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას კომენტარი გახდა.
ზახაროვამ ინციდენტი რომის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას დაუკავშირა და განაცხადა, რომ „სანამ იტალიის მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას გააგრძელებს, იტალია, ეკონომიკიდან დაწყებული და კოშკებით დამთავრებული, მთლიანად ჩამოიშლება“.