სანდრო რაქვიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა, შინაარსობრივად, ნიშნავს რეესტრიდან წაშლას, რადგან ამ მომენტში, როგორც ასეთი, პარტია არც არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა, შინაარსობრივად, ნიშნავს რეესტრიდან წაშლას, რადგან ამ მომენტში, როგორც ასეთი, პარტია არც არსებობს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ სათათბიროს წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ასაკრძალი პარტიების მიმართ სიმპათიები არ გააჩნია, თუმცა თვლის, რომ მათი აკრძალვა არ შეიძლება, რადგან თუ ერთი პარტიის აკრძალვა გახდება შესაძლებელი, მაშინ ნებისმიერის აკრძალვა შეიძლება და, ამ ლოგიკით, ერთ დღეს მათაც აკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა, შინაარსობრივად, ნიშნავს რეესტრიდან წაშლას, რადგან ამ მომენტში, როგორც ასეთი, პარტია არც არსებობს. არც დაფინანსება აქვთ, არც ნომერი, არც ცესკოში წარმომადგენლობა, არც პარტიული სტრუქტურა, არც საკრებულოში წევრი, არავინ არ ჰყავს. პარტია თუ რამეს წარმოადგენს, არანაირი ნიშან-თვისება არ აქვს არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც „ახალს“ და ა.შ. ამიტომ, მათი აკრძალვა ნომინალური ამბავია. რეესტრიდან წაშლიან ალბათ. ისინი არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ პირობებში არც აპირებენ, ამიტომ არაფერი არ შეიცვალა ამ აკრძალვით. ალბათ, ყველაზე დაზარალებული „ლელო“ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით, ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა, მათ შორის, როდესაც ტელევიზიას აკონტროლებდა, ცენზურის დაწესებით და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოპოზიცია დამარცხებულიყო და დასუსტებულიყო. ამიტომ, ამ პარტიების მიმართ მე სიმპათიები არ მაქვს, მაგრამ არ შეიძლება მათი აკრძალვა, რადგან შემდეგ იგივე ლოგიკით მეც ამკრძალავენ. თუ ერთი პარტიის აკრძალვა შეიძლება, მაშინ ნებისმიერის შეიძლება”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები