მაკა ბოჭორიშვილი – Emaar-ის ინვესტიციის შესახებ: ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მასშტაბის პროექტი, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მასშტაბის პროექტი, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა Emaar-ის ინვესტიციის წინააღმდეგ,  ოპოზიციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები იმ პროექტების წინააღმდეგ ილაშქრებენ,

რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკისთვის დამატებითი ბიძგის მიცემას.

„ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პროექტზე, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ვხედავთ, რომ ოპონენტები ილაშქრებენ სწორედ იმ პროექტებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ბიძგს მისცემს ეკონომიკას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აღიზიანებთ ჩვენს ოპონენტებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები წარმოჩენილი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები