რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

„სამართალდარღვევის ჩადენის გამო დავაკავეთ. ხელოვნურად გზის გადაკეტვისთვის“, – განუცხადა ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ლაშა სალუქვაძემ „ტვ პირველს“.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 341-ე დღეა გრძელდება. მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები