დავით ნარმანიამ გურიაში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ გიორგი ჩხაიძესთან ერთად, გურიაში განხორიციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
დავით ნარმანიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიხაურის რეაბილიტირებული გზა და ხიდები მოინახულა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდის ფარგლებში 2013 წელს შესრულდა.
დავით ნარმანია, ასევე, დაინტერესდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის საკითხით და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა, სოფელ ვაკიჯვრის რეაბილიტირებული საბავშვო ბაღიც მოინახულა.
2013 წელს აღნიშნული საბავშო ბაღი სრულად მოწესრიგდა, რის შემდეგაც აქ დამატებითი ჯგუფების გახსნა უკვე შესაძლებელი გახდა.
„გურიაში მიმდინარეობს 2013 წელს შესრულებული პროქტების მონიტორინგი, ვათვალიერებთ ყველა პროექტს, რომელიც შარშან განხორიცლედა, ზოგიერთი მათგანი 2014 წელს გარდამავალი იყო და ახლა დასრულდა, “ – განაცხადა დავით ნარმანიამ.