შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ყველა დეპარტამენტიდან სპეციალურად შერჩეულმა სპიკერებმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს. სამინისტროს ცნობით, შსს-ს წარმომადგენლებს მედიასა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა და ტრენერმა გიორგი კალატოზიშვილმა ჩაუტარა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ინტენსიურად აშუქებს უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, მედიასთან ეფექტური ურთიერთობისთვის, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს. აღნიშნული სახის ტრენინგები გააუმჯობესებს სამინისტროსა და მედიის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს საზოგადოებამდე ინფორმაციის სწრაფად და სწორად მიტანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები