“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის შემდეგ რუსული აქციების ფასი გაიზარდა
“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრამ, ეროვნული ვალუტის გამყარებამ და ნავთობის საფასურის ზრდამ რუსული აქციების ზრდაც განაპირობა. საინფორმაიცო სააგენტო “როიტერი” იუწყება, რომ რუსეთის საფონდო ბირჟის გააქტიურებას არავინ ელოდა, თუმცა მინსკში გამართულმა შეხვედრამ პროგნოზი მთლიანად შეცვალა.
შეგახსენებთ, 2015 წელს, “ბრენტის” ტიპის ნავთობის საფასურმა წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით იმატა და, საერთო ჯამში, 115 დოლარს მიაღწია. მსგავსი პრეცედენტს მანამდე ადგილი არ ჰქონია.