პეტრე პოროშენკო: გარანტია იმისა, რომ შეთანხმებით დადგენილი ნორმები შესრულდება, არავის აქვს
უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს, მინსკში, “ნორმანდიის ოთხეულის”მიერ მიღებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაში ეჭვი ეპარება. ის აცხადებს, რომ შეთანხმება იმედის მომცემია, მაგრამ არა გარანტია იმისა, რომ კონფლიქტის დარეგულირება აღმოსავლეთ უკრაინაში ნამდვილად მოხდება. “ჩვენ მიერ მინსკში მიღებული შეთანხმება იმედია იმისა, რომ დონბასში არსებული ვითარების დარეგულირება მოხდება, მაგრამ მე არ მინდა, რომ გულუბრყვილო გამოვჩნდე და საზოგადოებას ილუზიები შევუქმნა. მშვიდობის დამყარებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. იმისა გარანტია კი, რომ შეთანხმებით დადგენილი ნორმები შესრულდება, არავის აქვს”, – განაცხადა პოროშენკომ .