ზაქარია ქუცნაშვილი: მშიშარა დეპუტატი არ არის დემოკრატია

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სხდომა ტარდება.
სხდომას გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს. სხდომის მთავარი თემა უმრავლესობის 19 დეპუტატის საგანგებო განცხადებაა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მიმართ პრეტენზიები დეპუტატებს პრეზიდენტთან გამართული კოსნულტაციების გამო აქვთ.
საქმე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, უფრო კონკრეტულად იმას, რომ ამ კრიტერიუმების შესახებ გუნდთან კონსლუტაციები არ გამართულა. “პრობლემის სათავე არის ის ხალხი, რომელიც ასე შეუთანხმებლად და არაკოორდინირებულად იქცევა. მშიშარა დეპუტატი, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია და შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები არ არის დემოკრატია”,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები