სკანდალი: უკრაინის რადაში პარლამენტარებმა ხელჩართული ბრძოლა გამართეს (ვიდეო)
უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რადას დეპუტატებმა ხელჩართული ბრძოლა გამართეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება იგორ სებოლევსა და ვადიმ ივჩენკოს შორის ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო მოხდა. შეგახსენებთ, ორი დღის წინ ანტიკორუფციული საბჭოს თავჯდომარედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას რადაში მომხდარ დაპირისპირებაზე “ევრონიუსი” ავრცელებს.