პაკისტანის მეჩეთში მომხდარ დაპირისპირებას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა
პაკისტანის ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარ დაპირისპირებას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” იუწყება, შემთხვევა პეშევარის პროვინციაში მოხდა. ერთმანეთს სამი სამხედრო პირი და ერთი ადგილობრივი ადამიანი დაუპირისპირდა. მათი უთანხმოება მოგვიანებით სროლაშიც გადაიზარდა. პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მიმდინარეობს გამოძიება.