„წყალმომარაგების კომპანიაში“ აღმოჩენილი დარღვევების თაობაზე შსს-ს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ეცნობა (ვიდეო)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მისამართით გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისას, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
“სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს“, – აცხადებენ სამინისტროში. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (სგწკ) ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი, რომელიც ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავმჯდომარის მოადგილეა. პარტიის ინფორმაციით, საუბარია დიდი ოდენობით (ორ მილიონზე მეტი ლარი) სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, რომელიც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები