რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი უკრაინელი მფრინავის განთავისუფლებას უარყოფს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლების ფაქტს უარყოფს. მისი განცხადებით, მფრინავის განთავისუფლების საკითხი მინსკში “ნორმანდიის ოთხეულის” სამიტზე მართლაც განიხილეს, თუმცა რუსეთს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პირობა არ მიუცია. შესაბამისად, პეტრე პოროშენკოს განცხადება, რომ სავჩენკოს “მალე გაანთავისუფლებდნენ” არ დასტურდება. პესკოვის განცხადების საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ახალი განცხადება გააკეთა და რუსეთს მფრინავის განთავისუფლებისკენ ხელმეორედ მოუწოდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ მან გაანთავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო. მისი შიმშილობა 622 დღეს გრძელდება, უკანონო პატიმრობა კი – 241 დღეს”,-განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები