ფრანსუა ოლანდი: თუ რუსეთი მინსკში მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს, მაშინ “მისტრალს” ვერ მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, თუ რუსეთი მინსკში გუშინ მიღწეული შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს, მაშინ ის ვერტმფრენმზიდის ტიპის უნივერსალურ სადესანტო ხომალდს ვერ მიიღებს. როგორც “ბი-ბი-სი” იტყობინება, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისთვის “მისტრალის” მიწოდების პირობები ჯერჯერობით არ შესრულებულა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარიზს მოსკოვისთვის “მისტრალი” უნდა გადაეცა. პირველი ვერტფრენმზიდი რუსეთს 2014 წელს უნდა მიეღო. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი “მისტრალის” გადაცემისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, რაც უკრაინის მოვლენებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები