რუსეთმა ნიკარაგუასთან სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნიკარაგუელ კოლეგასთან, გენერალ ხულიო ავილესთან სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მინისტრი რუსეთის ინიცირებით ორგანიზებული ტოპოგრაფიული ცენტრის გახსნასაც დაესწრო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყყოფს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის ლიდერები ნიკარაგუის საპორტო ქალაქებში რუსული სამხედრო ხომალდებისთვის ვადების გამარტივების საკითხზეც შეთანხმდნენ. შესაბამისად, რუსულ სამხედრო ხომალდებს ნიკარაგუის საპორტო ქალაქებში ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვები აღარ ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ნიკარაგუა მეორე ქვეყნა იყო რუსეთის შემდეგ, რომელმაც 2008 წელს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები დამოუკიდებლობა ცნო.